Saturday, March 11, 2017

პროექტი

1. პროექტის სახელწოდება:  "ქართველი წმინდანების როლი ქვეყნის სამსახურში"

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები მოიძიებენ და გაეცნობიან ქართველი წმინდანების შესახებ ინფორმაციებს, გაიაზრებენ თუ რა ღვაწლი მიუძღვით მათ საქართველოს ისტორიაში.

3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაითავისებენ რამდენად მნიშვნელოვანია პიროვნების  ერთგულება თავისი საქმიანობისადმი და  პასუხისმგებლობა თავიანთი ქვეყნისადმი.

4. პროექტის მიზნები: გაეცნობიან  ქართველი წმინდანების ცხოვრებას, მოღვაწეობას (ექვთიმე თაყაიშვილი, ილია მართალი,თამარ მეფე) გამოიკვლევენ მათ ეპოქას და რეალურ ფაქტებს; გაიგებენ , თუ რა დამსახურების გამო იქნენ შერაცხულნი წმინდანებად. მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების და  დახარისხების უნარ-ჩვევები, თანამშრომლობითი, ინტრა და ინერპერსონალური უნარ-ჩვევები. ეს პროექტი მოსწავლეებს გაუღვივებს პატრიოტულ სულისკვეთებას და გაიაზრებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის წვლილი  ქვეყნის ისტორიაში
.
5. მონაწილეთა ასაკი: 11-15 წ

6. ვადები/ხანგრძლივობა:  3 კვირა

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტი და პრეზენტაცია, კედლის გაზეთი, სლაიდი.

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: პროექტორი, კომპიუტერი, ინტერნეტი, ელექტრონული წიგნები, დამხმარე ლიტერატურა,ფორმატი, კალამი, მარკერები, ფერადი ფანქრები

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): ქართველი წმინდანების ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მოძიება ინდივიდუალურად და ინფორმაციის გაზიარება სოციალური ქსელის გამოყენებით;  ამ თემაზე სურათების, ინფორმაციის მოძიება და სლაიდების შექმნა ჯგუფებში(ერთ ჯგუფს დაევალა ინფორმაციის მოძიება ექვთიმე თაყაიშვილზე, მეორეს - ილია ჭავჭავაძეზე, მესამეს  - თამარ მეფეზე). ფილმების მოძიება და მსჯელობა; კედლის გაზეთების შექმნა და გამოფენა. პრეზენტაცია სურათების. სლაიდის, ვიდეოების გამოყენებით.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან

კავშირი:     ქართული ენა და ლიტერატურა, ისტ, ისტორია

ქართ. IX. 1.


მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს  სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე

ქართ. IX. 6.

მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა

ქართ. IX. 9.
მოსწავლეს შეუძლია სადავო ან პრობლემურ საკითხებზე საკუთარი თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა; მოცემულ საკითხზე განსხვავებული შეხედულებების შეჯამება

11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მარიამ კაპანაძე

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: kapanadzemariami83@gmail.com

13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:  kapanadzemariami83.blogspot.com/

როექტის განხორციელების გეგმა