Sunday, November 25, 2018
ტრენინგის მერვე დღე 25.11.2018წ.
ტრენინგის მერვე დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. განვიხილეთ მოდული 7; ვიმუშავეთ და თითქმის დავასრულეთ პროექტის გეგმა; გმადლობთ
Saturday, November 24, 2018
ტრენინგის მეშვიდე დღე 24.11.2018წ
ტრენინგის მეშვიდე დღეს ვისაუბრეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის განვითარებაზე; მოვირგეთ მოსწავლის როლი და შევქმენი მოსწავლის ნამუშევარი... ცვლილებები შევიტანეთ სასწავლო პროექტის გეგმაში....
Sunday, November 18, 2018
ტრენინგის მექვსე დღე 18.11.2018წ.
მეექვსე დღის შესავალ ნაწილში გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს; მოვიძიეთ ინფორმაცია და სურათები საავტორო უფლებების დაცვით და შევქმენი ჩემ მიერ არჩეული თემის შესაბამისი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია Power point-ში. განვიხილეთ პრეზენტაციის კრიტერიუმების ჩამონათვალი და რუბრიკა. გავეცანით ჰოლისტური და ანალიტიკური შეფასების რუბრიკების ნიმუშები....
Saturday, November 17, 2018
ტრენინგის მეხუთე დღე 17.11.18წ.
ტრენინგის მეხუთე დღეს გავიხსენეთ შეფასების მეთოდები; ვისწავლეთ შეფასების გეგმის ინსტრუმენტების მიბმა შექმნილ შესაბამის ჩეკლისტების, კითხვების და რეფლექსიების ფორმებთან; განვიხილეთ მოდული 3. ჩამოვტვირთეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები და შევინახეთ ჩემს საქაღალდეში "კურსის რესურსები"; გავეცანით "საავტორო უფლებების ქაოსი"; შევავსეთ საავტორო უფლებების ტესტი; ვიმუშავეთ მასწავლებლის პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნაზე; დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო.
Sunday, November 11, 2018
ტრენინგის მეოთხე დღე 11.11.2018წ.
დღეს განვიხილეთ სასწავლო პროექტის შეფასების სხვადასხვა მეთოდები: განმავითარებელი და განმსაზღრელი შეფასების მეთოდები; ასევე გავეცანით ინტელის საგანმანათლებლო რესურსის პროექტების შეფასების ვებგვერდზე განთავსებულ მასალებს, რომლებიც შევიმუშავეთ და გამოვიყენეთ საკუთარი პროექტის შეფასების გეგმაში. შევავსეთ შეფასების მეთოდების და შეფასების ინსტრუმენტების გრაფა. დღევანდელმა დღემ ნაყოფიერად ჩაიარა...
Saturday, November 10, 2018
ტრენინგის მესამე დღე.10.11.2018წ
ტრენინგის მესამე დღეს გავეცანით ბლუმის ტაქსონომიის განახლებულ სიტყვებს; ჩემ მიერ არჩეული თემისათვის სასწავლო პროექტისათვის განვსაზღვრე და შევუსაბამე მიზნები და სტანდარტები ; გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების მაგალითებს და შევადგინეთ განსაზღვრული თემისათვის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. გმადლობთ
Sunday, November 4, 2018
ტრენინგის მეორე დღე 4.11.2018წ.
ტრენინგის მეორე დღეს ტრენინგზე გავეცანით პროექტის ბუკლეტების შაბლონებს. ტრენინგის მონაწილეებმა ავირჩიეთ ჩვენთვის სასურველი შაბლონი. მოვიძიეთ არჩეული პროექტის თემისათვის საჭირო რესურსები და ინფორმაცია.ასევე დავიწყეთ შაბლონის შექმნა. ტრენერს და ტრენინგის მონაწილეებს ვუსურვებ წარმატებებს...
ტრენინგის პირველი დღე 3.11.2018წ.
დავესწარი ტრენინგს, სახელწოდებით "intel-ის ძირითადი კურსი". ტრენინგი არის 9 დღიანი (36 საკონტაქტო და 14 არასაკონტაქტო საათი). ტრენინგზე გავეცანით intel-ის ძირითად პრინციპებს, შევჯერდით შეხვედრის დღეებზე. გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, გადავხედეთ პროექტების ნიმუშებს; შევქმენით საქაღალდე.დავწერეთ დღის რეფლექსია.გმადლობთ
Subscribe to:
Posts (Atom)